воскресенье, 8 мая 2016 г.

პროექტი- ქართული ანიმაცია-პორტფოლიო










როექტით  სწავლება  საშუალებას  მომცემს  გავზარდო  მოსწავლეთა  ჩართულობა  საგაკვეთილო  პროცესში, ავუმაღლო  მოტივაცია  და  მაღალი  სააზროვნო  უნარები.
 ტრენინგმა  მასწავლა  ის, თუ  როგორ  წარვმართო  პროექტი,  როგორ  გავუწიო  ფასილიტაცია  ჩემს  მოსწავლეებს.   შევისწავლე  შეფასების  ინსტრუმენტები,  რომლებიც  დამეხმარება  ზოგადად  სწავლების  პროცესში.





суббота, 7 мая 2016 г.

ვიმუშავეთ  ფასილიტაციის  მასალებზე.  ეს  მასალები  გაუადვილებს  მოსწავლეებს   ინფორმაციაზე  ფოკუსირებას .   სწორად  შერჩეული  ტექნოლოგიები   და   ფასილიტაციის  ნიმუში   დაეხმარება  მოსწავლეს  ადვილად  გაართვას  თავი  დავალებებს,  არ  დაკარგოს   მოტივაცია.

вторник, 26 апреля 2016 г.

განვიხილეთ   შეფასების  ტიპები,  სტრატეგიები   და  ინსტრუმენტები,  მათი   საშუალებითაც   მოვახდინე    მოსწავლეთა  ნამუშევრების   შეფასება.  ამან  საშუალება  მომცა  გამეგო   რამდენად  მიაღწია   მოსწავლემ   მიზანს.  რა  უნარ-ჩვევები  ჩამოუყალიბდა  მათ.

суббота, 23 апреля 2016 г.


განვიხილეთ   მოსწავლეთა   სავარაუდო  ნიმუშები,  რომელიც   დამეხმარება   მნიშვნელოვანი   საკითხების  ფოკუსირებაში, ნაშრომზე  ტექნოლოგიების  მორგებაში.  
საჭიროა  ისეთი   ნაშრომის  შერჩევა ,  რომელიც  მოსწავლეს   დაეხმარება   მაღალი  სააზროვნო  უნარების   განვითარებაში.

вторник, 19 апреля 2016 г.

შეფასების  დროში   გაწერილი   გეგმა,   საშუალებას   მაძლევს   სწორად   განვსაზღვრო   პროექტის    მსვლელობა.   თვალნათლივ   დავინახო   ვაღწევ   თუ  არა   დასახულ   მიზანს,   საჭიროებს   თუ   არა   დასახული  საკითხები   კორექტირებას.  ვისაუბროთ   უკუკავშირის   მეთოდებზე,   რაც   სხვისი   თვალით   დამანახებს   პროექტის   დადებით   და   უარყოფით   მხარეებს.   ამ   დღეებმა   კარგად   გამააზრებინა   პროექტის  თანმიმდევრობა  და   მიზნებისაკენ   მიმავალი   გზა.

воскресенье, 10 апреля 2016 г.

               პროექტი   საშუალებას   გვაძლევს   მოსწავლეებს   მივაწოდოთ   მრავალმხრივი   ინფორმაცია   ამა  თუ  იმ   თემის,   პრობლემის  შესახებ.   პროექტი  სცილდება   საგაკვეთილო   ფარგლებს   და   გადის   მაღალ   საგაკვეთილო   უნარებზე;  ანალიზის  კვლევის,   დასკვნების   გამოტანის   და   ა. შ.
              პროექტი   არ   არის   დროში   შეზღუდული,  ამიტომ   მოსწავლეებს   ეძლევათ   საშუალება   მოიძიონ   სხვადასხვა   ტიპის   ინფორმაცია;  ვიდეო   მასალები,   ნახატები,  ინტერვიუები,   სურათები,  გამოიყენონ  ინტერნეტ-  ტექნოლოგიები.
           პროექტი   საუალებას   გავძლევს,   რომ  თავისი   შესაძლებლობების   მიხედვით   ყველა   მოსწავლე   და   მშობელი     ჩართული  იყოს   სამუშაო  პროცესში.